მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კორონავირუსის 766 შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსი სომხეთში

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 766 შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა, 104 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ Armenpress-ს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცნობეს.

ყველა გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 65-ის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 83 წლის იყო.

პანდემიის დაწყებიდან სომხეთში კორომავირუსის 65 460 შემთხვევა დაფიქსირდა. 48 208 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამჟამად სტაციონარებში 15 845 პაციენტი მკურნალობს.