მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 ათასს აჭარბებს

სომხეთის დროშა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 736 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 24 645-მდე გაიზარდა.

Worldometers-ის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვირუსს 5 ადამიანი ემსხვერპლა. სომხეთში კორონავირუსით სულ გარდაცვლილია 426 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთლებულს, მათი რაოდენობა 13 116-ს შეადგენს.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.