მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად იზრდება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება

კოვიდინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში კვლავ იზრდება. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ის ახალი 736 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. ჯამში ინფიცირებულთა რიცხვმა 24 645-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფრმაცია სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზეა აღნიშნული.

გუშინ, 27 ივნისს სომხეთის მთავრობა კორონავირუსით ინფიცირების 23 909 დადასტურებულ და 420 ლეტალურ შემთხვევაზე საუბრობდა. ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და 13 ივლისამდე გაგრძელდება.

„სომხეთში კორონავირუსის 24 645 შემთხვევა ფიქსირდება. განკურნებულია 13 116, ხოლო გარდაცვლილი 426 პაციენტი“, - აცხადებენ სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში.

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მლნ-ს გადააჭარბა. კოვიდვირუსს ნახევარ მლნ-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი ამ დროისთვის 5 466 266-ს შეადგენს. კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.

კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.