მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მედია: თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში ძირითად მიზანს ვერ მიაღწია

ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთმა და მისმა ლიდერმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კავკასიაში ძირითად ამოცანას ვერ მიაღწია - აქ შეიარაღებული ძალები ოფიციალურად ვერ განათავსა. ამის შესახებ გაზეთი „რესპუბლიკა არმენია“ წერს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს. 

გამოცემა აზერბაიჯანში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის 10 დეკემბრისთვის დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. ერდოღანი ბაქოში გამარჯვების აღლუმს დაესწრება. სტატიის ავტორების აზრით, ერდოღანი შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას ცდილობს, ვინაიდან მთიან ყარაბაღში 2020 წლის ომმა მისი და მისი პარტიის რეიტინგი არ გაზარდა.

„ერდოღანი ცდილობს აჩვენოს ქვეყნის მოსახლეობას, რომ აზერბაიჯანის გამარჯვება - მისი გამარჯვებაც არის. თურქეთში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია. ის ცდილობს აჩვენოს როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომ თურქეთი სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მონაწილეა“ - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. ბაქოში იმ დღეს გამარჯვება აღნიშნეს.