მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტამბოლში ზელენსკისა და ერდოღანის შეხვედრა გაიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკი რეჯეფ თაიფ ერდორანს ხვდება

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტები ქვეყნებს შორის ურთიერთობებს განიხილავენ და მომავალ თანამშრომლობას დაგეგმავენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ზელენსკი სტამბოლში თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-9 სხდომაზე დასასწრებად იმყოფება.