მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუდანში წყალდიდობას 103 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

წყალდიდობა სუდანში

სუდანში ძლიერ წყალდიდობას 103 ადამიანი ემსხვერპლა. დაზარალებულთა რიცხვი 500 ათასს აღწევს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

წყლის ქვეშ ქვეყნის რამდენიმე რაიონი აღმოჩნდა. დანგრეულია სახლები. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. მოვარდნილი წყლისგან დასაცავად მოსახლეობა საკუთარი ძალებით დამბებს აშენებს.

სუდანი მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. იქ დიდი ხანია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.