მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბერლინში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა

სვეტლანა ტიხანოვსკაია ბერლინში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ბერლინში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა. ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ბელარუსში მიმდინარე პროტესტი არაა მიმართული რუსეთისა ან ევროპის წინააღმდეგ, არამედ გამოწვეულია ქვეყნის შიგნით შექმნილი კრიზისით.

„ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ძალადობის შეჩერება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – აღნიშნა ოპოზიციის ლიდერმა.

მისივე თქმით, ბელარუსი ხალხი ევროპისგან „დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერას“ ელოდება.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას იმედი აქვს, რომ გერმანია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა, დაეხმარება ბელარუსის ოპოზიციას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში.

ინფორმაციისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება, ასევე იზრდება პოლიტპატიმართა რიცხვი. სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.