მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სვეტლანა ტიხანოვსკაია: საპროტესტო აქციები შეიძლება წლები გაგრძელდეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია

„თუ ეს საჭირო იქნება, საპროტესტო აქციები შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს“. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის შესახებ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა.

ტიხანოვსკაიამ ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ რაც შეიძლება სწრაფად სანქციები დააწესონ.

სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროპარლამენტში ამ ორგანიზაციის ოფიციალური მიწვევით იმყოფება. ამ ფაქტმა ბელარუსის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს გამარჯვებას არ აღიარებს.