მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავისუფლება ნავალნის, პუტინი მკვლელია“ - რუსეთში ოპოზიციონერის მხარდამჭერ აქციებზე 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

ნავალნის მხარდამჭერია აქცია

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პეტერბურგში პოლიცია აქტიურად აკავებდა აქციის მონაწილეებს.

„გაუშვი“, „ძირს პოლიციური სახელმწიფო“ და „ექიმი ნავალნისთვის“ - ამ შეძახილებით სკანდირებენ ნავალნის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ ნავალნის ძმა და ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ მოსკოვში ნავალნის მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ აქციაზე დაახლოებით 6 ათასი ადამიანი მონაწილეობა, ხოლო სანქტ-პეტერბურგში 5000-მდე.

meduza-ს ინფორმაციით, აქციებზე საერთო ჯამში 400-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტ ალექსეი ნავალნის 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

ამავე თემაზე:

🔴 „ნავალნის ნებისმიერ დროს შეიძლება გული გაუჩერდეს“ - ექიმები

🔴 ნავალნი: ჩემი პროტესტი არა მხოლოდ მე, არამედ ასიათასობით სხვა ადამიანსაც ეხება