მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეირანი და ატომური სააგენტო ინსპექციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ირანის ბირთვული ობიექტები

თეირანი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის ბირთვული ობიექტების მონიტორინგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

„ინტენსიურმა კონსულტაციებმა შედეგი გამოიღო. ჩვენ დროებით ტექნიკურ შეთანხმებას მივაღწიეთ. სააგენტო ირანის ბირთვული ობიექტების ვერიფიკაციას და მონიტორინგს გააგრძელებს“ - დაწერა „ტვიტერში“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ თეირანში გამართული მოლაპარაკების კომენტირებისას.

შეთანხმების მიხედვით, ირანის ბირთვული ობიექტების მონიტორინგი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმების აღსადგენად მზადყოფნას გამოთქვამს

🔱 ბაიდენი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას ამ ეტაპზე არ გეგმავს