მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტერაქტი ბაღდადის ბაზარში - არის მსხვერპლი

ტერაქტი ბაღდადში

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ბაზარში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ბოლო წლების განმავლობაში, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ერაყის უშიშროების ძალების ინფორმაციით ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს, რომლებსაც ე.წ, შაჰიდის ქამრები ჰქონდათ.

დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ასევე წაიკითხეთ:

🔅 თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 35 ადამიანი დააკავეს

🔅 ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს