მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტერაქტი ნიცაში - დაღუპულია სამი ადამიანი

ტერაქტი ნიცაში

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული პირი ნოტრ-დამის ეკლესიაში მყოფ პირებს თავს დაესხა. მან სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. ამის შესახებ reuters იუწყება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა ერთ-ერთ მსხვერპლს თავი მოჰკვეთა.

ქალაქის მერმა ქრისტიან ესთროზიმ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ კოფლან-სენტ-ონორინში ადგილობრივი კოლეჯის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს. მკვლელობას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ისტორიის მასწავლებელი სტუდენტებს წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურებს უჩვენებდა და სიტყვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა.