მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტერაქტი სირიაში - დაღუპულია თურქი სამხედროები

ტერაქტი სირიაში

სირიის ქალაქ რას-ელ-აინში მომხდარი აფეთქების შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის სამი თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ  jagran.com იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ბლოკ-საგუშაგოს სიახლოვეს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

ტერაქტის დროს საგუშაგოზე თურქი სამხედროები და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციური ძალები იმყოფებოდნენ.

თურქეთი თავდასხმაში ქურთთა მუშათა პარტიას ადანაშაულებს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.