მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტერაქტი სომალიში - არიან დაშავებულები (ვიდეო)

ტერაქტი სომალიში

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა. ტერორისტი ადგილზე დაიღუპა. ამის შესახებ Anadolu იუწყება. 

აფეთქება სომალის პარლამენტთან არსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. ტერორისტმა Toyota Noah-ის ავტომობილი არ გააჩერა და პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა. აფეთქების შედეგად 8 მანქანა მთლიანად განადგურდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. სომალიში ტერორისტული მოძრაობა „აშ-შაბაბი“ მოქმედებს, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ არის დაკავშირებული.

ასეევ წაიკითხეთ:

🔱 გერმანიის და დანიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავა

🔱 აშშ-მა სომალიდან ჯარი გაიყვანა