მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეთრი სახლი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ გადაწყვეტილება ალიანსმა უნდა მიიღოს

აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენცია

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ გადაწყვეტილება ალიანსზეა“, - ამის შესახებ  თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა

მისივე თქმით, უკრაინა დიდი ხანია ისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ და ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინის მისწრაფებებს.

„უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს, ვთანამშრომლობთ მათთან, მაგრამ ეს ნატოს გადასაწყვეტია“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

ინფორმაციისთვის, იენს სსტოლტენბერგთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაპი რუსეთის შესაჩერებლად სიგნალი იქნება. '

„ჩვენ მზად ვართ ჩვენი არმიისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებისთვის, მაგრამ მხოლოდ რეფორმებს არ შეუძლია შეაჩეროს რუსეთი. ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. MAP-ი იქნება რეალური სიგნალი რუსეთისთვის ”, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ინფორმაციისათვის, მარტის ბოლოს რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად აღმოსავლეთ უკრაინაში და ეს ყველაფერი გაამართლა წვრთნების სახელით. ამავდროულად, რუსეთმა უარყო, რომ მათი სამხედრო მოძრაობები საფრთხეს უქმნის უკრაინას.

ამავე თემაზე 👇

👉 „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთადერთი გზაა, რომ დონბასში ომი დასრულდეს“ - ზელენსკი