მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Tik Tok ტრამპის მუქარას პასუხობს

ტიკტოკი ტრამპს პასუხობს

აშშ-ში Tik Tok-ის გენერალურმა მენეჯერმა ვანესა პაპასმა ამერიკელ მომხმარებლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანია აპირებს შეერთებულ შტატებში დიდხანს დარჩეს.

მანამდე New York Times- მა დაწერა, რომ ამერიკული IT გიგანტი Microsoft TikTok-ის მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკაში აპლიკაციის აკრძალვას გეგმავს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ მილიონობით ამერიკელს, რომლებიც TikTok- ს ყოველდღიურად იყენებთ, შემოგაქვთ შემოქმედებითობა და სიხარული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერის უამრავი შეტყობინება და გვსურს მადლობა გითხრათ. მადლობა, ჩვენ არსად წასვლას არ ვგეგმავთ, აქ დიდხანს დავრჩებით“,- ამის შესახებ პაპასმა კომპანიის Twitter- ის ანგარიშზე განთავსებულ ვიდეო შეტყობინებაში აღნიშნა.

Tik Tok-ის აკრძალვის მომხრეა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც.

შესაძლო აკრძალვის მიზანს ამერიკის მხრიდან სიფრთხილე წარმოადგენს. აშშ ეჭვობს, რომ Tik Tok-ის მეშვეობით ჩინეთის ხელისუფლება ამერიკელი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შეგროვებას შეძლებს.

TikTok ჩინური კომპანიის ByteDance- ის აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს მოკლე, სახალისო ვიდეორგოლის შექმნის საშუალებას აძლევს. აპლიკაცია 2018 წელს გამოვიდა. იგი ხამომოკლე ვიდეოების აპლიკაციების სეგმენტში ლიდერია ჩინეთში და პოპულარობას ნელ-ნელა მთელს მსოფლიოში იძენს.