მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტოკიოში კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

კორონავირუსი ტოკიოში

ტოკიოში, ერთ დღეში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა - 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის დაწყების დღიდან, 24 საათის განმავლობაში, ტოკიოში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე დიდი რიცხვი 463 იყო.

კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობის მუდმივი ზრდის მიუხედავად, იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა 15 აგვისტომდე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ოკინავას პრეფექტურაში.

იაპონიაში კორონავირუსის 34 372 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია სულ 1 006 ადამიანი.

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესახებ ოფიციალური განცხადება 2019 წლის 31 დეკემბერს გააკეთა. თანდათანობით, ინფექციამ მსოფიოს 213 ქვეყანა მოიცვა. მიმდინარე წლის 11 მარტს ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.