მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტომ ტუგენდჰატი: 12 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა

ტომ ტუგენდჰატი - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

„12 წლის წინ სწორედ ამ დღეს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომ ტუგენდჰატი სოციალური ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

„ასე შეიქმნა რუსეთის ორი კლიენტი რესპუბლიკა კრემლის კოლონიალისტური კონტროლის წინა ხაზზე. ოკუპაცია გრძელდება“ - წერს ბრიტანელი პოლიტიკოსი.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ომი 8 აგვისტოს დაიწყო და 5 დღე გაგრძელდა. რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, შემდეგ კი, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. აგვისტოს ომში დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. 22 ადამიანი კი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.