მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებულად გადაბარება მოხდება

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემას დათანხმდა. 

ტრამპის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, მზად არის არჩეულ პრეზიდენტ ბაიდენს ხელისუფლება ორგანიზებულად გადასცეს.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები ჩემ განცხადებას ამტკიცებს, ამის მიუხედავად, 20 იანვარს ორგანიზებული გადასვლა მოხდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მხოლოდ კანონიერი ხმების დათვლა მოხდეს“, - აცხადებს ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ დღეს 7 იანვარს ამერიკის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა.

ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს.

კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც მან სპეციალური სხდომა გახსნა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა

✔️ ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს 4 ადამიანი ემსხვერპლა