მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: აშშ-ში ეპიდვითარება გაუარესდება

ტრამპი ბრიფინგზე

„აშშ –ში ეპიდვითარება, სავარაუდოდ, გაუარესდება“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების რიცხვი გლობალურად იზრდება.

„სამწუხაროდ, ვითარება ალბათ გაუარესდება, სანამ ის უკეთესობისკენ შეიცვლება. არ მსურს ამის თქმა, მაგრამ ეს ასეა. შეხედეთ მთელ სამყაროს, მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა”, - აღნიშნა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი თანდათან მცირდება.

შეერთებული შტატები ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით კვლავ ლიდერობს. ქვეყანაში კორონავირუსით 144 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირების შემთხვევების რიცხვი 4 მლნ-ს აჭარბებს.