მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა

ტრამპი ხმების გადათვლას მოითხოვს

დონალდ ტრამპი აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებას დათანხმდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მას ავიწროებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჩვენი საქმე გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედავად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით და ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდსაც“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ფედერალურმა სააგენტომ „უნდა გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია“. ამის მიუხედავად, ტრამპმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს გამარჯვებისთვის ბრძოლას.

გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ (GSA) განაცხადა, რომ იგი აღიარებს ბაიდენს როგორც „აშკარა გამარჯვებულს“.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბაიდენის მიჩიგანში გამარჯვება დადასტურდა.

GSA–ს განცხადების შემდეგ, პენტაგონმა თქვა, რომ იგი „მხარს დაუჭერს ბაიდენის გუნდს...პროფესიონალურად, რაც შეესაბამება დეპარტამენტის საზოგადოების მოლოდინს და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ერთგულებას“.

ბაიდენის გუნდი მიესალმა გარდამავალი პროცესის დაწყებას, რადგან არჩეული დემოკრატი პრეზიდენტი 20 იანვარს ფიცის დადებას აპირებს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის აუცილებელი ნაბიჯი ჩვენი ერის წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, მათ შორის პანდემიის კონტროლის ქვეშ და ჩვენი ეკონომიკის სწორ გზაზე დასაწყებად“, - ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

📌 ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.