მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: ძალადობა არ გვსურს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი

„ჩვენ ძალადობა არ გვსურს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერმა აშშ-მექსიკის საზღვართან გამგზავრებამდე ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ტრამპმა მის იმპიჩმენტთან დაკავშირებული დემოკრატების ბოლოდროინდელი მცდელობა დაგმო. მისივე თქმით, იმპიჩმენტი პოლიტიკის ისტორიაში ალქაჯებზე ნადირობის გაგრძელებაა.

„ვფიქრობ, ეს უზარმაზარ საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანას და უზარმაზარ რისხვას იწვევს,”- აცხადებს ტრამპი.

ინფორმაციისთვის, 6 იანვარს აშშ-ში კონგრესმენების მიერ საარჩევნო ხმების დათვლასა და გადამოწმებას ტრამპის მომხრეების პროტესტი მოჰყვა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და პროცესი შეაფერხეს. კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა. ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობიდან ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ევაკუაცია განხორციელდა. შეტაკების დროს 5 ადამიანი დაიღუპა.

ჯო ბაიდენმა, ასევე სენატისა და კონგრესის წევრებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დააკისრეს.