მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი ჯორჯიაში არჩევნების გაუქმებას ითხოვს

ტრამპი არჩევნების გაუქმებას ჯორჯიაში ითხოვს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი არჩევნების გაუქმებას ამჯერად ჯორჯიის შტატში ითხოვს. სასამართლოში შეტანილ სარჩელში წერია, რომ შტატში ადგილი ჰქონდა მასობრივ დარღვევებს, გაყალბებას და შეცდომებს. ამის შესახებ aljazeera იუწყება. 

„ჩვენს მიერ აღმოჩენილია ათიათასობით უკანონოდ მიცემული ხმა. ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული. ამიტომ არჩევნების შედეგების გაუქმებას მოვითხოვთ“ - წერს ტრამპის შტაბი „ტვიტერში“. შტაბში აცხადებენ, რომ მათ არაერთი მოწმის ჩვენება აქვთ, რომელიც დარღვევების ფაქტს ადასტურებს.

რამდენიმე დღის წინ „რესპუბლიკური პარტიის" სენატორებმა და კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგების აღიარებისკენ და ხელისუფლების გადაბარების დაწყებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რომელმაც საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო. დონალდ ტრამპმა კი კოლეგიის 232 ხმა მოიპოვა.