მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებით იმედგაცრუებული ვარ

თეთრი სახლი

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება იმედგაცრუებას იწვევს.

ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეები ურთიერთობის ნორმალიზებას შეძლებენ.

„დიახ, იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ამას ვხედავ“, - განუცხადა ტრამპმა მედიას თეთრ სახლში.

ინფორმაციისთვის, ყარაბაღში 26 ოქტომბერს აშშ-ის შუამავლობით ჰუმანიტარული ზავის ამოქმედების შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანმა განცხადებები გააკეთეს. ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა დილას 08:00 საათზე შევიდა ძალაში, თუმცა ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შეთანხმება დაარღვია.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები