მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: კორონავირუსის ამერიკული ვაქცინა წლის ბოლომდე იქნება

აშშ-ს პრეზიდენტი

„კორონავირუსის ამერიკული ვაქცინა 2020 წლის ბოლოს მზად იქნება“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაროლინას შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები სხვებზე რამდენიმე თვით ადრე შექმნის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას.

„მაქვს ძალიან კარგი ინფორმაცია. ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ, იმისთვის, რომ წლის ბოლოს ახალი კორონავუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად გვქონდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტრამპმა კვლავ განმარტა, რომ შეერთებული შტატები პოტენციური ვაქცინების დოზების დიდ რაოდენობას აწარმოებს. ასე, რომ შესაბამისი ტესტებისა და შემოწმების შემდეგ, ის ამერიკელებს დაუყოვნებლივ მიეწოდება. გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.

ტრამპის განცხადებით, ოპერაციის მიზანია 2021 წლის იანვრამდე ვაქცინის 300 მლნ-მდე დოზა შეიქმნას.

აშშ-ში კოვიდინფიცირების 4,4 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 150 000-ზე მეტი ადამიანი.