მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: კორონავირუსს "კუნგ ფლუ" ან "ჩინური გრიპი" ვუწოდოთ

ამერიკის პრეზიდენტი

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი ვირუსის სახელწოდება - კორონავირუსი ძალიან უცნაურად ჟღერს და უმჯობესი იქნება მას  "კუნგ ფლუ" ან "ჩინური გრიპი" ეწოდოს.

”მე შემიძლია მოგცეთ 19 ან 20 სხვა სახელი, არა? ვუჰანი დასამახსოვრებელი იყო. ასევე "კუნგ ფლუ", არა? მე თუ მკითხავთ COVID-19 უცნაურად ჟღერს. რა არის ეს 19? ზოგს არ შეუძლია ახსნას რა არის მე -19. უამრავი სახელი შემიძლია შემოგთავაზოთ. მაგალითად "ჩინური გრიპი", არა? ”, -აღნიშნა ტრამპმა არიზონას შტატში გულშემატკივრებთან შეხვედრაზე.

სახელწოდება "კუნგ ფლუ" ტრამპმა ჩინური საბრძოლო ხელოვნებისგან კუნგ-ფუსგან აიღო, შეცვალა და მის მეორე ნაწილში ინგლისურად გრიპი ანუ "ფლუ" გამოიყენა.