მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტრამპი მომხრეებს ერექციისკენ მოუწოდებდა“ - სენატორის უნებლიე შეცდომა (ვიდეო)

ჩაკ შუმერის შეცდომა

აშშ-ის სენატში „დემოკრატიული პარტიის“  ლიდერს ჩაკ შუმერს სიტყვები აერია და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეებს „ერექციისკენ“  (erection) მოუწოდებდა, თუმცა სენატორმა მაშინვე შეცდომა გამოასწორა. მას უნდა ეთქვა, რომ ტრამპი ხალხს „ამბოხებისკენ“ (insurrection) მოუწოდებდა. ამის შესახებ thewrap.com იუწყება. 

შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.

„სენატორებმა უნდა გადაწყვიტონ, სჯერათ მათ თუ არა, რომ დონალდ ჯონ ტრამპი აშშ-ის წინააღმდეგ „ერექციისკენ“, (პაუზა), „ამბოხებისკენ“ მოუწოდებდა - ამბობს სენატორი.

ინგლისურში სიტყვები „ერექცია“(erection) და ამბოხება (insurrection) გარკვეულწილად ჰგავს ერთმანეთს. ის მხოლოდ სიტყვის პირველი მარცვლით განსხვავდება ერთმანეთისგან.

მიუხედავად იმისა, რომ 20 იანვარს დონალდ ტრამპს უფლებამოსილება ამოეწურა, სენატორები მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვას მაინც არ გამორიცხავენ. ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის მოწყობაში ადანაშაულებენ, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ირანმა ტრამპს და პომპეოს სანქციები დაუწესა

🔴 ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში სხვა ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა