მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა

აშშ-ს პრეზიდენტი 2020

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ამერიკის მოქალაქეებს, კორონავირუსის გავრცელების გამო, ხმის მიცემა ფოსტით არ მოუწიოთ, უკეთესი იქნება თუ არჩევნების თარიღი გადავადდება.

ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებული ტექსტით, ფოსტით ხმის მიცემის სისტემა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და არასაიმედო არჩევნები იქნება.

„ეს დიდი სირცხვილი იქნება შეერთებული შტატებისთვის. გადავდოთ არჩევნები, მანამდე, სანამ ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?“,- დაწერა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.