მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: შემდეგი ორი კვირა ურთულესი იქნება

ამერიკის პრეზიდენტი 2020

"ახალი კოროვირუსის გავრცელების მასშტაბების გამო, შემდეგი ორი კვირა შეერთებული შტატებისთვის საკმაოდ რთული პერიოდი იქნება",-ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ორი კვირის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდება.

”ჩვენ ორი კვირის განმავლობაში ძალიან რთულ ვითარებას ველოდებით, შემდეგ კი, იმედი მაქვს, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, გვირაბის ბოლოს შუქს ვიხილავთ. მაგრამ ეს ორი ძალიან მტკივნეული კვირა იქნება”,- აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ამერიკაში კორონავირუსის 188 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4000-ზე მეტი ადამიანი. ბოლო 24 საათში, ამერიკაში COVID-19-ს 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.