მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი Tik Tok-ის აკრძალვას გეგმავს

ჩინეთის განცხადებით, ტრამპი ქვეყნებს ცივი ომისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის ტერიტორიაზე გასართობი ქსელის Tik Tok-ის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ BBC იუწყება.

Tik Tok-ის აკრძალვის მომხრეა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც.

შესაძლო აკრძალვის მიზანს ამერიკის მხრიდან სიფრთხილე წარმოადგენს. აშშ ეჭვობს, რომ Tik Tok-ის მეშვეობით ჩინეთის ხელისუფლება ამერიკელი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შეგროვებას შეძლებს.

BBC-ის ცნობით, აპლიკაციას მხოლოდ აშშ-ში 80 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს.