მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპის ადმინისტრაციამ კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიაში შეიყვანა

აშშ-მ კუბა ტერორისტული ქვეყნების რიცხვში შეიტანა

აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ კუბა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც ტერორიზმს აფინანსებენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ინფორმაციას nbcnews.com ავრცელებს. 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კუბა იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც ტერორიზმს ასპონსორებენ და ტერორისტებს თავშესაფარს აძლევენ. ამით ჩვენ მათ მკაფიო სიგნალს ვაწვდით. კასტროს რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა და ძირგამომთხრელი ქმედებები აშშ-ის სამართლებრივი სისტემის წინააღმდეგ“.- აცხადებს პონპეო. მისი თქმით, ჰავანა უარს ამბობს აშშ-სთვის კოლუმბიის რადიკალური დაჯგუფების ლიდერების და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ძებნილი დამნაშავეების გადაცემაზე.

პომპეო აცხადებს, რომ კუბამ 2015 წელს პირობა დადო, რომ ის ტერორიზმის მხარდაჭერაზე უარს იტყვის, რის შემდეგ აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ჰავანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება დაიწყო. ახლა კი იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც კუბასთან ბიზნესსაქმიანობას ეწევა, შესაძლოა, პერსონალური სანქციების დაწესება მოხდეს.

ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას კუბის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

ჰავანა ამ გადაწყვეტილებას თაღლითურ ნაბიჯს უწოდებს, რომელიც ცინიკურმა და მატყუარა ხელისუფლებამ გადადგა. ოფიციალური ჰავანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „უსინდისო და დისკრედიტირებულმა მთავრობამ, მორალურად გაკოტრებულმა პირმა მიიღო“.

ცნობისთვის, აქამდე ვაშინგტონში შედგენილ, ტერორიზმის მხარდამჭერთა სიაში ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია შედიოდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

♻️ ვაშინგტონში 15 ათასი სამხედროა შეყვანილი

♻️ აშშ-ის კონგრესი ტრამპის იმპიჩმენტს ამზადებს