მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი სენატში შეიტანეს

სენატში იმპიჩმენტის საკითხი

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი წარმომადგენელთა პალატიდან სენატს გადაეგზავნა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ამის შემდეგ სენატში იმპიჩმენტის პროცედურის საკითხი ოფიციალურად დაიწყო. ამ საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვა მხოლოდ 8 თებერვალს მოხდება.

იმისათვის, რომ სენატმა იმპიჩმენტს მხარი დაუჭიროს, სენატის ხმების 2/3 არის საჭირო. „დემოკრატებს“ „რესპუბლიკელების“ ხმებიც სჭირდება. "რესპუბლიკური პარტიის" სენატორთა უდიდესი ნაწილი კი ამ საკითხის განხილვას „სისულელეს“ უწოდებენ, რაც აშშ-ს ზიანს მიაყენებს. სენატორი მარკ რუბიო ამბობს, რომ „ქვეყანაში ისედაც ცეცხლი მძვინვარებს და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ცეცხლში ბენზინის ჩასხმას ნიშნავს“.

ტრამპის იმპიჩმენტს რამდენიმე დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. ტრამპი პირველი პრეზიდენტი იყო აშშ-ის ისტორიაში, რომელსაც კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუტანა. კონგრესმენები ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის ორგანიზებაში ადანაშაულებენ, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერს ჯარში სამსახური შეეძლება

🔅 ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში სხვა ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა