მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპმა კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხელმძღვანელი გაათავისუფლა

დონალდ ტრამპმა კიბერუსაფრთხოებისა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების

 დონალდ ტრამპმა კიბერუსაფრთხოებისა და  ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი კრის კრებსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ  BBC იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „ტვიტერის“ მეშვეობით შეიტყო.

კრის კრებსის გათავისუფლების მიზეზი მის მიერ გავრცელებული განცხადება გახდა არჩევნებთან დაკავშირებით.

„3 ნოემბრის არჩევნები ყველაზე დაცული არჩევნები იყო ამერიკის ისტორიაში. ჩვენ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ მაქსიმალურად დარწმუნებულები ვართ ამ არჩევნების უსაფრთხოებასა და პატიოსნებაში“- აღნიშნულია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მისტერ კრებსის გათავისუფლებამ დემოკრატების აღშფოთება გამოიწვია.

„კრის კრებსს მადლობას ვუხდით ჩვენი არჩევნების დაცვაში გაწეული სამსახურის გამო, ის არ უნდა გაათავისუფლონ სიმართლის თქმის გამო". - აღნიშნა არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპიკერმა.