მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპმა თეთრი სახლი დატოვა (ვიდეო)

ტრამპი წავიდა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი უკვე დატოვა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

რიგორც ცნობილია, ტრამპი ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის ნაცვლად ის ვერტმფრენით მეუღლესთან ერთად ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაფრინდა.

ტრამპთან ერთად ფლორიდაში თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრიც გაემგზავრა. მასთან ახლოს იცხოვრებს ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც ასევე ტრამპის გუნდში შედის. ასევე ტრამპი ფლორიდაში პირად მდივანს ნიკ ლუნს, მდივნის თანაშემწეს და აპარატის რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს წაიყვანს.

ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს იმართება, ვაშინგტონში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ინაუგურაციის დროს უსაფრთხოებას პოლიცია და ეროვნული გვარდია იცავენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ბაიდენის ინაუგურაციით გამოწვეულმა დადებითმა მოლოდინმა ნავთობი გააძვირა

🔱 დღეს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება