მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპს მისი პარტიის წევრები უპირისპირდებიან

ტრამპს თანაგუნდელები უპირისპირდებიან

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ სენატორმა ალასკის შტატიდან ლიზა მურკოვსკიმ მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ მან ჯო ბაიდენისთვის უფლებამოსილების გადაცემის პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ adn.com იუწყება. 

„დროა დაიწყოს ძალაუფლების გადაცემის სრული და ოფიციალური პროცესი“ - დაწერა მურკოვსკიმ „ტვიტერში“.

რესპუბლიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ ტრამპს სასამართლოში არჩევნების გასაჩივრების საშუალება ჰქონდა და აქამდე სასამართლოები ამ სარჩელებს, ძირითადად, არ აკმაყოფილებდნენ. მან ასევე შტატების საკანონმდებლო ორგანოებზე ზეწოლის მცდელობას უწოდა „უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც დემოკრატიულ პროცესს ეწინააღმდეგება“.

ცნობისთვის აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების 3 ნოემბერს გაიმართა, წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად არ აღიარა, თუმცა ირიბად დაადასტურა, რომ არჩევნებში მისმა ოპონენტმა მოიგო.