მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპს სურს საშხაპეებს წყლის მოხმარების ლიმიტი გაეზარდოს, რათა მისი ვარცხნილობა იდეალური იყოს 

პრეზიდენტის ვარცხნილობა

აშშ-ის მთავრობამ წამოაყენა წინადადება, საშხაპეებს მიეცეთ უფლება, წყლის რაოდენობის მოხმარება გაზარდონ.

როგორც BBC წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეზღუდვა თმის რუტინის წარმართვაში უშლის ხელს.

მედიასაშუალების ცნობით, 1992 წლის კანონით, საშხაპეებს აშშ-ში არ აქვთ უფლება, წუთში 9,5 ლიტრზე მეტი წყალი გამოიყენონ. მაშინ, როცა ტრამპს ლიმიტის გაზრდა სურს, სამომხმარებლო და კონსერვაციის ჯგუფები ამას უსარგებლოდ მიიჩნევენ.

კანონში ცვლილებები ტრამპის განცხადების შემდეგ, ენერგეტიკის დეპარტამენტმა წარადგინა.

„შხაპს იღებ, წყალი აღარ მოდის, ხელს ვერ იბან, რა უნდა გააკეთო? თქვენი აზრი არ ვიცი და ჩემი თმა უნდა იყოს სრულყოფილი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ამ წინადადებას, შესაძლოა, სასამართლოში მოუწიოს ბრძოლა.