მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრაპმი მრჩეველებთან საკუთარი თავის შეწყალების შესაძლებლობას განიხილავს

ტრამპი საკუთრი თავის შეწყალებას აპირებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მრჩეველებთან საკუთარი თავის შეწყალების შესაძლებლობას განიხილავდა.  ამის შესახებ nbcnews.com იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ტრამპი ამ საკითხს თავის მრჩეველებთან 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განიხილავს. ის დარწმუნებულია, რომ 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყება.

გამოცემა წერს, რომ აქამდე აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს საკუთარი თავის შეწყალების შესაძლებლობა არ განუხილავს, შესაბამისად ამ პროცედურის კანონიერებაზე საუბარი რთულია. ექსპერტების აზრი ამ თემაზე განსხვავებულია.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტი მხოლოდ ფედერალურ დონეზე მოქმედებს, შესაბამისად, ტრამპი ამ მექანიზმით Trump Organization-ის გარშემო ნიუ-იორკში მიმდინარე გამოძიებისგან თავს ვერ დაიცავს.

ტრამპის შესაძლო სამართლებრივ დევნის საკითხი 6 იანვრის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა. ამაზე საუბარი აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ტრამპის ოპონენტები მას გადატრიალების მცდელობის წახალისებაში ადანაშაულებენ.

ცნობისთვის, 6 იანვარს დონალდ ტრამპის რამდენიმე ასეული მომხრე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა, სადაც კონგრესის სხდომა მიმდინარეობდა.

ამ სხდომაზე 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაამტკიცეს. კაპიტოლიუმის დაცვასთან შეტაკების დროს 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დააკავეს. კონგრესის "დემოკრატმა" და "რესპუბლიკელმა" წევრებმა თავდასხმა დაგმეს და მას „გადატრიალების მცდელობა“, „ტერორისტული აქტი“ და „ნაციონალური სირცხვილი“ უწოდეს.

იხილეთ აგრეთვე:

💱 როგორ დაიწყო და როგორ დასრულდა ტრამპის პრეზიდენტობა (ფოტოგალერეა)

💱 რუსებმა ტრამპი „ოდნოკლასნიკში“ მიიწვიეს