მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წადი“ - ბელარუსში პენსიონერები ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოვიდნენ

ბელარუსში პენსიონერები ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოდიან

მინსკში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლის შემდეგ „პენსიონერების მარში“ გაიმართა.

პენსიონერებმა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს თანადებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები გამართეს.

მარშის მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბნენ და დამოუკიდებლობის გამზირზე გამარჯვების მოედნისკენ გაემართნენ.

მათ ეჭირათ პლაკატები წარწერით: „პენსიონერები ცვლილებისთვის”, „არა ბელარუსი ხალხის გენოციდს”, „მე არ მჯერა ლუკაშენკოსი“.

ინფორმაციისთვის, 9 აგვისტოს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკას ხმა მისცა ამომრჩეველთა 80.1% -მა, ხოლო მის მთავარ ოპონენტს სვეტლანა ტიხანოვსკაიას 10.1%.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციებმა მოიცვა მთელი ქვეყანა. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აკავებენ და იყენებენ ძალას აქციის მონაწილეების მიმართ.

ევროკავშირმა არ ცნო არჩევნების შედეგები და გადაწყვიტა სანქციების დაწესება ბელორუსიის ოფიციალური პირების მიმართ

ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაცია 23 სექტემბერს მინსკში შედგა.