მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცენტრალურ ამერიკაში 700-ზე მეტი ბოროტმოქმედი დააკავეს

700-ზე მეტი დამნაშავე დააკავეს ცენტრალურ ამერიკაში

ცენტრალური ამერიკის რეგიონში, სალვადორში, გვატემალასა და ჰონდურასში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. რამდენიმე დღეში ამ  ქვეყნებში საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფებების 700-ზე მეტი წევრი დააკავეს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმში, მკვლელობებში, გამოძალვაში, ადამიანების გატაცებაში და მათ კონტრაბანდაში და ფულის გათეთრებაში. დაკავებულთა შორის პოლიციელებიც არიან.

სპეცოპერაცია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან ერთობლივად ჩატარდა. ამჟამად განგსტერული ქსელის სხვა წევრების ძებნის და დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.