მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალდიდობა იტალიაში - არის მსხვერპლი (ვიდეო)

წყალდიდობა იტალიაში

იტალიის კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობა მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას და ვიდეომასალას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წყალდიდობის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, როგორც იტალიური მედია იუწყება, გარდაცვლილებს შორის არის მოხუცი კაცი, რომელმაც სახლიდან გამოსვლა ვერ მოასწრო.

ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა, გაითიშა ელექტროენერგია და მოხერხდა ხალხის ევაკუაცია.

ადგილობრივი გაზეთის La Nuova Sardegna-ს რეპორტიორმა გამოაქვეყნა კადრები წყალდიდობის შესახებ.