მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალდიდობა სარდინიაში - არიან დაღუპულები (ვიდეო)

წყალდიდობა სარდინიაში

იტალიის სარდინიის კუნძულზე მომხდარი წყალდიდობის გამო სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. ამის შესახებ euronews.com იუწყება. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი დაღუპული წყალმა საკუთარ ავტომანქანაში დაფარა, ხოლო ორი ადამიანი წყალდიდობის მომენტში საკუთარ სახლებში იმყოფებოდა და მათი ევაკუაცია ვერ მოხერხდა. წვიმებმა მეწყერიც გამოიწვია. დაზიანებულია სახლები, გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.

ძლიერი წვიმები იტალიის სამხრეთ ნაწილშიც არის მოსალოდნელი.