მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წყალქვეშა ნავზე ამძვრალი დათვები რუსმა სამხედროებმა მოკლეს (ვიდეო)

დათვების დახოცვა

რუსეთში, კამჩატკის ნახავარკუძნულზე რუსმა სამხედროებმა დათვი და დათვის ბელი მოკლეს, რომლებიც წყალქვეშა ნავზე აძვრნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.

დათვების დახოცვის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა და მას მომხმარებლების მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ვიდეოზე ისმის სროლის ხმა და ჩანს, რომ ერთ-ერთი დათვი წყალში ვარდება. სოცქსელების მომხმარებლები ამას ცხოველებთან არაჰუმანურ მოპყრობას უწოდებენ.

სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი ინსტრუქციით მოქმედებდნენ. დათვი ადამიანების სოცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა, ამიტომ მათ სატყეო მეურნეობის წარმომადგენელი გამოიძახეს. სწორედ მან დახოცა ნყალქვეშა ნავზე ასული ცხოველები.

ქალაქ ვილუჩინსკში, სადაც ინციდენტი მოხდა, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ბაზა მდებარეობს. ამ ქალაქში დათვების გამოჩენა საკმაოდ ხშირად ხდება. მხოლოდ წელს პოლიციამ და სატყეო მეურნეობის წარმომადგენლებმა აქ 50 დათვი მოკლეს. კამჩატკაზე საერთო ჯამში 24 ათასი რუხი დათვი ბინადრობს.