მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთ-სირიის საზღვარზე ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი თურქეთ-სირიის საზღვარზე

თურქეთ-სირიის საზღვარზე, ქალაქ რასულაინში აფეთქება მოხდა. ტერაქტი ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელდა, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ თურქული გამოცემა „ანადოლუ“ იტყობინება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის განცხადებით, თავდასხმის უკან PKK-YPG- ის ტერორისტული ორგანიზაცია დგას.

„PKK /YPG- ის ტერორისტებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი არაადამიანობა. თავდასხმის ყველა მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეა“,- ნათქვამია თურქეთის თავდაცის მინისტრის განცხადებაში.

მანამდე, თურქეთ-სირიის საზღვარზე ძლიერი ტერაქტი 20 ივლისს განხორცილედა, რომლის დროსაც ასევე 5 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა.