მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთი 11 დეკემბრიდან მოსახლეობის COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს

ვაქცინაცია თურქეთში

თურქეთში 11 დეკემბრიდან კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯმა განაცხადა, პირველ ვაქცინას ანკარაში სწორედ ამ დროს ჩაიტანენ. საუბარია ჩინეთში წარმოებულ ვაქცინაზე.  ამის შესახებ hurriyetdailynews.com იუწყება. 

„ჩვენ არააქტიური ვირუსული ვაქცინის მოწოდების კონტრაქტი გავაფორმეთ. ამჟამად სხვა მომწოდებლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს“ - განაცხადა კოჯმა.

მისი ინფორმაციით, ვაქცინის მიღების შემდეგ თურქეთის წამლების სააგენტო მათ შეამოწმებს. შემდეგ კი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება, რომელიც 4 ეტაპისგან შედგება, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს მუშაკების და მოხუცი ადამიანების ვაქცინაცია მოხდება.

მეორე ეტაპზე ვაქცინაცია ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს შეეხება. მესამე ეტაპზე ვაქცინაცია შეეხება 50 წლამდე პირებს, რომლებიც საწარმოებში მუშაობენ და პირველ ორ კატეგორიაში მითითებული არ არის. მეოთხე ეტაპზე კი ვაქცინას ყველა დარჩენილ ადამიანს გაუკეთებენ.

ცნობისთვის, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში COVID 19-სგან ვაქცინაცია მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.