მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთი მზადაა, ბეირუთს პორტის აღდგენაში დაეხმაროს

ბეირუთში აფეთქების შედეგად ზარალი დიდია

თურქეთი მზად არის, ბეირუთს პორტის აღდგენაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შესაბამისი განცხადება თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიამ ლიბანში ვიზიტის დროს გააკეთა.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა.

აფეთქებას 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 000 კი დაშავდა. შემთხვევის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები და ბიზნესცენტრები.

გამოძიების ფარგლებში, 16 ადამიანია დაკავებული.

აფეთქების გამო ბეირუთში ანტისამთავრობო პროტესტი დაიწყო.