მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთიდან ჩინეთში პირველი საექსპორტო მატარებელი ჩავიდა

თურქეთიდან გასული მატარებელი უკვე ჩინეთშია

მატარებელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბაქო-ყარსის რკინიგზით თურქეთიდან საქართველოში ჩავიდა, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანიდან ყაზახეთში გაემგზავრა, უკვე ჩინეთში ჩავიდა.  მატარებელმა 6,593 კილომეტრი გაიარა. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება. 

მატარებელი 42 კონტეინერისგან შედგება. ის ჩინეთის ქალაქ სიანში უნდა ჩავიდეს. თურქეთიდან მატარებელი 4 დეკემბერს გამოვიდა. ჩინეთამდე გზა 12 დღე-ღამეს შეადგენს.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საერთაშორისო კონსორციუმს ეკუთვნის, რომლის შემადგენლობაში შედიან კომპანიები ADY Konteyner (აზერბაიჯანი), KTZ Express (ყაზახეთი), GR Logistics (საქართველო) и Pasific Eurasia Logistics (თურქეთი). პირველმა მატარებელმა, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში ჩავიდა, ამ რკინიგზით 2019 წლის ნოემბერში გაიარა.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 აზერბაიჯანელი ექსპერტი - „თურქული კარიბჭე“ ანუ ბაქო-თბილისი-ყარსის ალტერნატივა

🔅 თურქეთსა და ნახიჩევანს შორის გაზსადენი აშენდება