მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთის კოვიდ კლინიკაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ხანძარი თურქეთის საავადმყოფოში

თურქეთის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოკამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ხანძარი ხელოვნური სუნთქვის აპარატის ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების და ხანძრის შედეგად დაშავებულები სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ტრაგედია თურქეთის სამხრეთ ნაწილში, გაზიანტეპის პროვინციაში დატრიალდა. მიმდინარეობს ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 Moderna-ს ვაქცინა აშშ-ში ოფიციალურად დარეგისტრირდა

🔅 ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის ვაქცინები საქართველოში, შესაძლოა, მარტში შემოვიდეს