თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო Anadolu იუწყება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თურქი სამშვიდობო ძალების გაგზავნა ერთი წლით იგეგმება და ეს „რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“ განხორციელდება. დოკუმენტს თურქეთის პარლამენტი 17 ნოემბერს უყრის კენჭს.
თურქეთის სამშვიდობო ძალების სტატუსი ჯერჯერობით ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ შეთანხმებაში თურქ სამშვიდობოებზე საუბარი არ არის.
ასევე უცნობია, შეასრულებენ თუ არა თურქი სამხედროები მხოლოდ დამკვირვებლების ფუნქციას და კონკრეტულად სად განთავსდებიან ისინი.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, რამდენიმე რაიონს სომხური მხარე აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:27 საათზე, წალკიდან სამხ-დასავლეთით 16 კმ-ში, სოფელ მამიშლართან, დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ.
ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.
რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება.
ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ ჯოზეფ ბაიდენმა უცხო ქვეყნის ლიდერთან პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ whitehouse.gov იუწყება.
„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.