მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთმა „საზღვაო Bayraktar-ი“ შექმნა

საზღვაო ბაირაქტარი

თურქეთში უპილოტო საზღვაო ხომალდი შეიქმნა, რომელსაც „საზღვაო Bayraktar-ს“ უწოდებენ. ხომალდის ოფიციალური სახელწოდებაა «ULAQ» და მისი ძირითადი ამოცანა თურქეთის სანაპიროს დაცვაა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება. 

საზღვაო ხომალდის სიჩქარე დაახლოებით 65კმ/სთ-ს შეადგენს. მისი მოქმედების ზონა 400 კმ-ია. აღჭურვილია აპარატურით, რომლის დახმარებითაც მოქმედება დღისით და ღამითაც შეუძლია.

ეს ხომალდი ასევე სადაზვერვო დავალებებსაც შეასრულებს. ის აღჭურვილი იქნება სპეციალური ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით.

უპილოტო საზღვაო ხომალდის წვრთნები 2021 წლის მარტში იგეგმება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 Bayraktar TB2 - აზერბაიჯანის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა

🔅 თურქეთში რუსი ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც უპილოტო აპარატების ქარხანას იღებდნენ