მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთმა სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

ჩავუშოღლუ სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე

თურქეთმა დაგმო სომხეთში დღეს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. 

ჩავუშოღლუმ ეს განცხადება ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეოს საქმეთა მინისტრთან პეტერ აიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ანკარა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ძალაუფლების ხელში ჩაგდების წინააღმდეგია. „მიუღებელია, რომ სამხედროებმა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაამხონ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ როგორც გადატრიალების მცდელობას, ასევე მთავრობის გადადგომისკენ სამხედროების მოწოდებებს“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში დღეს არსებული მდგომარეობა გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივებს ქმნის და ამ შანსის გამოყენებაა აუცილებელი. მან ასევე განაცხადა, რომ ანკარას ერევანთან არანაირი კონტაქტები არ ჰქონია, მაგრამ თურქეთი ძალაუფლების ნებისმიერი ძალისმიერი გზით შეცვლას კატეგორიულად გმობს.